ბალანსირება დანის პირზე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:44, 29 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„ბალანსირება დანის პირზე” - („knife edge”) - ასე ეწოდება ეკონომიკური ზრდის თეორიაში სტაბილური ზრდის შეფერხებას, გამოხატულს გარანტირებული ზრდის ტემპის მერყეობაში. არსებობს აგრეთვე მეორე პრობლემა, რაც ბუნებრივი ზრდის ტემპის მიღწევაში მდგომარეობს. „დანის პირზე ბალანსირების”, წონასწორობის დაცვის ცენტრალური პრობლემაა წარმოების მოსალოდნელი დონის განსაზღვრა. თუ შებაზრის მოსავლის მოსალოდნელი ზრდის ტემპი გარანტირებულ ზრდის ტემპზე დაბალია, მაშინ მეწარმეები მცირე დოზით მოახდენენ ინვესტირებას. ეს გამოიწვევს ერთობლივი ზრდის დაცემას და ჭარბი სიმძლავრეების ზრდას, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვება შემოსავლის მოსალოდნელი ზრდის ტემპების შემდგომი დაცემა.