ინოვაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:58, 7 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინოვაცია - (innovtion), ახალი ტექნოლოგიების, შრომის ორგანიზაციისა და მართვის პროგრესული ფორმების დანერგვა წარმოებაში, პროდუქციის ახალ სახეობათა ათვისება. ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება სიტყვა „გამოგონების” სინონიმად და დაკავშირებულია წარმოებრივი პროცესების ტექნოლოგიურ სრულყოფასთან, თუმცა, ინოვაცია უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე გამოგონება. იგი გამოგონების კომერციულ გამოყენებას გულისხმობს.

ინოვაცია არ არის ერთჯერადი აქტი, არამედ იგი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში განვითარების უწყვეტი პროცესია. ამით აიხსნება ეგმ-ების, რობოტების, კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და ა.შ. რამდენიმე თაობის არსებობა. „ინოვაცია” პირველად მეცნიერულ ბრუნვაში შემოიტანა იოზეფ შუმპეტერმა. ნაშრომში „ეკონომიკური განვითარების თეორია” (1911) პირველმა გააშუქა ინოვაციური პროცესები და მათი როლი მოგების გადიდებაში.




წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები