გამოქვაბული
გამოქვაბული (ქვაბი) – თანამედროვე ქართული ტერმინი „გამოქვაბული“ წარმოდგერა ძველი ქართული „ქვაბიდან“, რითაც აღინიშნებოდა კლდეში ადამიანის მიერ ნაკვეთი სიღრუე. გამოქვაბულების ანუ ქვაბების გამოკვეთა (გამოქვაბვა) საქართველოს ტერიტორიაზე პირველივე საუკუნეებიდანაა ცნობილი, თუმცა, უფლისციხის მიხედვეთ თუ ვიმსჯელებთ, ასეთი დიდებული კლდემი ნაკვეთი ციხე-ქალაქის აღმშენებლებს (ანუ გამომქვაბულება) უდაოდ გარკვეული ტრადიცია უნდა ჰქონოდათ, ე. ი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დღევანდელ საქართველოს ტერეტორიაზბე კლღეში გამოკვეთის ხელოვნება დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
შემდგომ საუკუნეებში გამოქვაბულების კვეთა განპირობებული იყო ომებიანი ისტორიით. ჩვენი შორეული წინაპრები იძულებულნი იყვნენ მიუდგომელ კლდეთა ქარაფებში ეკვეთათ ციხე-ქალაქები, გამოქვაბული-სახიზრები, სამზერები, მონასტრებიც კი. „და თუ დღეს ათასობით ტურისტი გაოცებული ათვალიერებს დიდებულ უფლისციხეს, კლდეში ნაკვეთ ციხე-ქალაქს, სადაც II საუკუნეში თეატრიც კი გამოუკვეთიათ ნიჭიერ უცნობ ხუროებს, ან საქვეყნოდ სახელგანთქმულ ვარძიის გამოქვბულ სამონასტრო კომპლექსს. რომელმაც თამარ მეფის ფრესკაც კი შემოუნახა შთამომავლობას, ან კიდევ თეკნელას, გელსუნდას, რკონს, დავით გარეჯს და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენს, ისინი გონების თვალით ხედავენ ერას თავდადებულ შვილებს, უკვდავებაში გარდასულ უცნობ ხუროთმოძღვრებს, ხედავენ ქართველი ერისა და მისი ხელოვნების ისტორიის ფურცლებს.