წნორი (მცენარე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 22 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წნორი − (ლათ. Salix alba) – ორსახლიანი მერქნიანი მცენარე ტირიფისებრთა ოჯახისა. გაშლილვარჯიანი ხე. სიმაღლე 25-30 მ. აქვს გრძელი, წვრილი, გადმოკიდებული ტოტები და ვიწროლანცეტა ფოთლები. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში; საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ტყის ქვედა სარტყელში მდინარეებისა და თხრილების ნაპირებზე. მისგან ამზადებენ მაღალი ხარისხის საღებავს. ქერქი წარმატებით გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.