მომსახურება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:07, 6 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მომსახურება - (service, maintenance) - შრომის ეკონომიკური ფორმა, ეკონომიკური კატეგორია, რომელიც გამოხატავს ურთიერთობას შრომის სარგებლიანობის საფუძველზე. მომსახურების სასარგებლო ეფექტი ვლინდება მატერიალური და არამატერიალური მომსახურების სახით. გამოყოფენ მომსახურების შემდეგ ჯგუფებს: ა). წარმოებაზე ორიენტირებული (ამ ჯგუფში შედის საქმიანი მომსახურებისა და მატერიალური დოვლათის წარმოების მომსახურე სხვა დარგები); ბ). სავაჭრო; გ). პირადი და დ). სოციალური მომსახურება. ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტული სამრეწველო კლასიფიკაციის მიხედვით, მომსახურების მკვეთრად განსხვავებული დარგები ქმნიან მომსახურების სფეროს.