ხრეშსარეცხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:39, 9 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხრეშსარეცხი – მბრუნავი დოლი, დაყენებული 7°-მდე დახრით ჰორიზონტთან, რომლის შიგნით განლაგებულია გამშხეფი მოწყობილობა მასალის გასარეცხად წყლით. დოლის ზედაპირები დახვრეტილია შლამის გამოსადევნად, ხოლო გარეცხილი მასალა განიტვირთება დოლის ქვედა ნაწილში. თუ დოლი ასრულებს ცხავის როლს, მაშინ მას ხრეშსარეცხ-დამხარისხებელს უწოდებენ (ახარისხებს მასალას რამდენიმე ფრაქციად). მანქანებს, რომელთაც აქვთ არაპერფორირებული ზედაპირები, უწოდებენ სკრუბერებს.