ანტიფრიზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:40, 11 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანტიფრიზი – (ბერძ. antí- წინააღმდეგ და ძვ. ინგლ. frēosan ყინულ-ად გადაქცევა) სითხე, რომელსაც გაყინვის დაბალი ტემპერატურა აქვს; იყენებენ ნულ გრადუსზე დაბალი ტემპერატურის პირობებში მომუშავე შიგაწვის ძრავებისა და სხვა დანადგარების გასაცივებლად, თვითმფრინავის ფრთებზე ყინულის ფენის გაჩენის საწინააღმდეგოდ, თვითმფრინავის ფანჯრის მინების დასაცავად გაორთქვლისაგან და სხვ.