ქვაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:44, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვაბი

ქვაბი − კერძის მოსახარში სამზარეულო სპილენძის ჭურჭელი. გავრცელებული იყო სახურავიანი და უსახურავო, ასევე, სახელურიანი და უსახელურო. ზომით განასხვავებდნენ დიდ, საშუალო და პატარა ზომის ქვაბებს. მცირე ზომის ქვაბს კარდალი ერქვა. დიდი ზომის ქვაბებს რძის პროდუქტების მოსამზადებლად იყენებდნენ. ქვაბს უწოდებდნენ, ასევე, არყის გამოსახდელ სპილენძის დიდ ჭურჭელსაც. იგი ყოველთვის სახურავიანი იყო. სახურავი მჭიდროდ იყო მორგებული ქვაბზე და ორთქლის სადინარი გააჩნდა.



წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები