პოლიეთერული ფისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიეთერული ფისიპროდუქტი, რომელიც მიიღება სპირტებისა და მჟავების ან მათი ანჰიდრიდების პოლიკონდესაციით. ორატომიანი სპირტის (გლიკოლი) საფუძველზე მიღებული პოლიეთერული ფისი მიეკუთვნება თერმოპლასტიკური პლასტმასების ჯგუფს, ხოლო სამატომიანი სპირტის და მჟავების საფუძველზე – თერმორეაქტიულს.

პოლიეთერებს მყარ მდგომარეობაში ახასიათებთ მაღალი მედეგობა წყლის, მინერალური ზეთების, არაორგანული მჟავების, ორგანული გამხსნელების მიმართ; კარგი დიელექტრიკული თვისებები. პოლიეთერული შემკვრელები სხვა მასალებისგან განსხვავებით, გამოირჩევა პოლიმერის დაბალი სიბლანტით, გამყარებით ტემპერატურის ფართო ინტერვალში, სხვა ფისებით მოდიფიცირების სიმარტივით და სხვ.

უარყოფითი თვისებებია: მყარ მდგომარეობაში მექანიკური მახასიათებლების დაბალი დონე; მცირე ადჰეზია შემვსებთან; შემკვრელის დაბალი ცხოველუნარიანობა; დიდი ჯდენადობა გამყარებისას; ტოქსიკური მონომერების (მაგ., სტირენი) არსებობა შედგენილობაში და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი
კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები