რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი - (real gross domestic product), საბოლოო პროდუქტის მთლიანი რაოდენობის მის მუდმივ (და არა მიმდინარე) ფასებზე ნამრავლთა ჯამი. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი გამოშვების მაჩვენებელია. მასში ცვლილებები მხოლოდ საქონლის რაოდენობაში ცვლილებებს ასახავს.