სათხეველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სათხეველი (შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლოჲ ვარი მე, ვიდრემდის თანაწარვჰჴდე? ფსალ.140, 10) - სასროლი ბადე (ალბათ თევზის საჭერი). ამ შემთხვევაში იგულისხმება ბოროტ ადამიანთა მიერ სხვათათვის „დაგებული მახე“.
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე). 2004.