აუცილებელი და მხატვრულად ზედმეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:40, 27 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„აუცილებელი“ და მხატვრულად „ზედმეტი“ (სხვ. ხელოვნ.) – „აუცილებელისა“ და „ზედმეტის“ პრობლემა წარმოადგენს სახვითი ხელოვნების თეორიის შესწავლისა და შემოქმედებითი პრაქტიკის საგანს. ზედმეტი დეტალების მოშორების ხარჯზე მხატვრულად „აუცილებელი“ ელემენტების შერჩევა ხორციელდება მხატვრული ინტუიციისა და თვით მხატვარში განვითარებული „აუცილებელისა“ და „ზედმეტის“ – შეგრძნების საფუძველზე.