სარტყელი (საეკლესიო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:34, 28 აპრილი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სარტყელი - მღვდელმსახურის შესამოსელი. კვართის ზემოდან კეთდება. ის არის ღვთისმსახურებისადმი მზადყოფნისა და ღვთის ძალის განმაძლიერებელი სიმბოლო. სარტყელი იმ ტილოს სიმბოლოცაა, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეების ფეხთბანის წინ შემოირტყა წელზე.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.