ფასებზე კონტროლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:43, 14 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფასებზე კონტროლი - (price control), ამ ტერმინში იგულისხმება ფიქსირებულ ფასებზე მთავრობის მიერ კანონის ძალით კონტროლის განხორციელება. როგორც წესი, ეს ხდება ექსტრემალურ სიტუაციებში, მაგალითად, ომების დროს, როგორც ანტიინფლაციური პოლიტიკის ნაწილი, თუმცა, ეკონომისტთა უმრავლესობის აზრით, თავისთავად ეს ღონისძიება არ არის ინფლაციისგან განკურნების და მისგან თავის დაღწევის საშუალება.