ფულზე რეალური მოთხოვნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:05, 14 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფულზე რეალური მოთხოვნა - (real money demand), განისაზღვრება ნომინალური ფულადი მასის შეფარდებით ფასების დონესთან. ფულზე რეალური მოთხოვნის მოცულობის დინამიკას საფუძვლად უდევს სამი ფაქტორი:
ა) რეალური შემოსავლების ცვლილება;
ბ) ფულის შენახვის ალტერნატიული ხარჯების სიდიდის ცვლილება;
გ) ფინანსური ახალშემონაღებები და ცვლილებები რეგულატორებში (მაგ., საკრედიტო ბარათები).