ამბულაკრები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამბულაკრები - (ambulacrae; ლათ. ambulare სეირნობა) – ზოგიერთი ტკიპის თათის დისტალურ ბოლოზე არსებული საფიქსაციო აპარატი, რომელიც შედგება აპკოვანი დისტალური სახსრისა (praetarsus) და კაუჭისებრი ბრჭყალისაგან (ungulum).