იქთიოფთირიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:45, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იქთიოფთირიოზი (ichthyophthiriosis; აღმძვრელის გვარის დასახელება + ბერძნ. osis დაავადება) – ავადდებიან მტკნარი წყლის (მ.შ. ტბორის) და ზღვის თევზები. იქთიოფთირიოზი ვლინდება ლაყუჩების, ფარფლებისა და კანის ანთებით, რომლებიც მოფენილია მანანის ბურღულის მსგავსი მცირე ზომის თეთრი ხორკლებით. თევზი მოუსვენრადაა, ცურავს წრეზე. ძლიერი დაზიანებისას თევზი მოდუნებულია, მას კანი ნაფლეთებად ძვრება.