კლონორქოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:43, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კლონორქოზი (clonorchosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Clonorchis + ბერძნ. osis დაავადება) – ძაღლის, კატის, ადამიანის ჰელმინთოზი.
აღმძვრელი, ტრემატოდა – Clonorchis sinensis პარაზიტობს ღვიძლის ნაღველსადინარებში, ნაღვლის ბუშტსა და კუჭქვეშა ჯირკვალში. გავრცელებულია მდინარე ამურის აუზში.
სიმპტომები: ძლიერი სიგამხდრე, ბეწვის აბურძგვნა, ლორწოვანი გარსების სიყვითლე.