ანისოგამია (ვეტერინარია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:22, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანისოგამია - (anisogamia; ბერძნ. an უარყოფა + isos თანაბარი + gamos შეუღლება) – სქესობრივი პროცესის ტიპი, რომლის დროსაც კოპულაცია ხდება მორფოლოგიურად ერთმანეთისაგან განსხვავებულ სასქესო ინდივიდებს – გამეტებს შორის – მსხვილ, საყუათო ნივთიერებებით მდიდარ მდედრობით მაკროგამეტასა და წვრილ, მოძრავ მამრობით მიკროგამეტას შორის. ანისოგამია დამახასიათებელია უმარტივესებისათვის.