ეზრა ათონელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:32, 30 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეზრა ათონელი (მთაწმინდელი) – XI საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი, ათონის ივერთა მონასტრის მოღვაწე. მას 1044 –1074 წლებში იოანე მთაწმინდელის სახელზე შეუთხზავს საგალობელი, რომელშიაც იოანესთან ერთად შეუქია ექვთიმე მთაწმინდელი. ჰიმნოგრაფს უსარგებლია იოანესა და ექვთიმეს „ცხოვრებით”, ამოუღია ფაქტობრივი მასალა, ცალკეული ფრაზები და მხატვრული სახეები.