ბეზნოიტიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:09, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბეზნოიტიები - (Besnoitia; ფრანგი მეცნიერის ბესნოიტეს პატივსაცემად) – ერთუჯრედიანი პარაზიტები; მიეკუთვნებიან Besnoitia-ს გვარს, Coccidiida-ს რაზმს. ბეზნოიტიების ტროფოზოიტები, რომელთაც ნახევარმთვარისებრი ფორმა აქვთ, ლოკალიზებენ პერიფერიულ სისხლძარღვებში, ხოლო ცისტები, რომელთაც მრგვალი ფორმა აქვთ (დიამეტრი – 0,5-4 მიკრონი) – კანის, კუნთების ფასციებში, სკლერაში, ლორწოვან და სეროზულ გარსებში.
Besnoitia besnoiti – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის პარაზიტი;
B.tarandi – ჩრდილოეთის ირმების პარაზიტი;
B.jellisoni – მინდვრის თაგვის პარაზიტი.