იქთიოფთირიუსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:15, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იქთიოფთირიუსები (Ichthyophthirius; ბერძნ. ichthys თევზი + phthirus ტილი) – ინფუზორიების გვარი; მიეკუთვნება თანაბარწამწამიანების რაზმს. იქთიოფთირიუსების სხეულის სიგრძე 0,5-1 მმ-ია. მას გააჩნია ნალისებრი ფორმის მაკრონუკლეუსი და მრავლობითი ვაკუოლები. დაავადება გავრცელებულია იმ წყალსატევებში, სადაც თევზებს შემჭიდროვებულ პირობებში ამყოფებენ. განსაკუთრებით მძიმე ფორმით ავადობს მოზარდეული გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში. სახიფათოა დაავადების აფეთქება საქვირითე და გამოსაზამთრებელ ტბორებში.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები