ლაურერის არხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:37, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლაურერის არხი (canalis Laureri; ფრანგი მეცნიერის ლაურერის პატივსაცემად) – არხი ტრემატოდების სხეულში, რომელიც კვერცხსავლიდან იწყება და სხეულის დორსალურ ზედაპირზე იხსნება. ლაურერის არხით გარემოში ჭარბი ყვითრი გამოიყოფა. იშვიათად, შეწყვილებისას, იგი ვაგინის როლს ასრულებს.