დი სტეფანო ჯუზეპე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:39, 10 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დი სტეფანო ჯუზეპე - (იტალ. Giuseppe Di Stefano, 24 ივლისი 1921 — 3 მარტი 2008), იტალიელი მომღერალი (ტენორი). 1946-იდან მღეროდა იტალიის საოპერო თეატრებში („ლა სკალაში“) და სხვა ქვეყნებში. 1948-იდან მღეროდა „მეტროპოლიტენ ოპერაში“. შესრულებული აქვს ლირიკული და დრამატული ტენორების პარტიები. გადაღებულია კინოში. 40-60 წლების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მომღერალია.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")