დატოტვილულვაშიანი კიბოსებრები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 31 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დატოტვილულვაშიანი კიბოსებრები - (Cladocera; ბერძნ. klados ტოტი + keras რქა) – უმდაბლესი კიბოსებრების რაზმი; მიეკუთვნება Crustacea-ს კლასს. დამახასიათებელი მორფოლოგიური ნიშანი – ძლიერ განვითარებული ულვაშები (ანტენების]] მეორე წყვილი), რომლებსაც სამოძრაო ფუნქცია გააჩნიათ. დატოტვილულვაშიანი კიბოსებრები პლანქტონის შემადგენელი ნაწილია და წარმოადგენენ თევზების საკვებს. მათი უმრავლესობა თევზის ჰელმინთების შუალედური მასპინძელია.