დელაფონდია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:04, 6 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დელაფონდია - (Delafondia, ფრანგი მეცნიერის დელაფონდეს პატივსაცემად) – ნემატოდას გვარი; მიეკუთვნება Strongylata-ს ქვერაზმს. Delafondia vulgaris (ლათ. უბრალო, ჩვეულებრივი) – სახეობა, რომლის ზრდასრული ინივიდები პარაზიტობენ ცხენის, სახედრისა და ჯორის მსხვილ ნაწლავებში, ხოლო ლარვული ფორმები – ჯორჯლის არტერიებში და დელაფონდიოზურ (თრომბოემბოლიურ) კოლიკებს იწვევენ.