ინფუზორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:17, 29 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ინფუზორია (Infusoria; ლათ. infusum წყლიანი ნაყენი) – უმარტივესი ცხოველების კლასი. ინფუზორიები მოძრაობენ წამწამების მეშვეობით.
არჩევენ:
– თავისუფლად მცხოვრები ინფუზორიები (ბინადრობენ წყალსატევებსა და ნიადაგში), სიმბიონტები და კომენსალები (ბინადრობენ მცოხნელი ცხოველების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში);
– პარაზიტული ინფუზორიები: – ბალანტიდიები (ადამიანისა და ღორის პარაზიტები) და იქთიოფტირუსები (თევზის პარაზიტები).