ექინოქასმუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:20, 31 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ექინოქასმუსი – (Echinochasmus; ბერძნ. echinos ეკლიანი, მჩხვლეტავი + kasma ხვრელი) – ტრემატოდების გვარი; მიეკუთვნება Echinostomatidae-ს ოჯახს.
Echinochasmus perfoliatus (ლათ. ფოთლებით დაფარული) – სახეობა, პარაზიტობს მტაცებელი ცხოველების, ღორის, ადამიანის ნაწლავებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – მტკნარი წყლის მოლუსკები, დამატებითი მასპინძელი – თევზი.