იოოკიოკუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:57, 15 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იოოკიოკუ – იაპონური ნოოს თეატრის (XIV ს.) დრამატურგიული ფორმა. იგი თავდაპირველად შედგებოდა სიმღერებისა და ცეკვებისაგან.
ნოოს თეატრის დრამატურგია ძირითადად დაფუძნებულია იაპონურ კლასიკურ ლიტერატურაზე, ხალხური და ბუდისტურ ლეგენდებზე. იოოკიოკუს ცნობილი ავტორები არიან: კან’ამი და მისი შვილი ძეამი. ამ პიესებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა გუნდს. იოოკიოკუს პოპულარული პიესებია „მაცუკარო“, „ხუმიდავავა“, „ხაგომორო“, „იასიმა“, „ატაკა“ (და სხვ.).