პარაბრონემოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:10, 21 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პარაბრონემოზი – (parabronemosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Parabronema + osis დაავადება), მცოხნელი ცხოველების ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Parabronema skriabini პარაზიტობს მაჭიკში. გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში. კლინიკური ნიშნები არადამახასიათებელია: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ხილული ლორწოვანი გარსების ანემია, სიგამხდრე.