სკოლეციდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:30, 7 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სკოლეციდა – (Scolecida; ბერძნ. skolex ჭია, მრავლობით რიცხვში – skoleces ჭიები), ჰელმინთების ქვეტიპი, რომელიც აერთიანებს ბილატერალური სიმეტრიის სხეულისა და კარგად განვითარებული კან-კუნთოვანი პარკის მქონე უმდაბლეს ჭიებს. იგი იყოფა ოთხ ტიპად – Plathelminthes, Nemathelminthes, Acanthocephales და Nemertini, რომლებშიც გაერთიანებულია 15 კლასი.