ფრანსაიელოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:03, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფრანსაიელოზი – (francaiellosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Francaiella + ბერძნ. osis დაავადება), ძროხეულის ტრანსმისიული დაავადება. აღმძვრელი, ერთუჯრედიანი – Francaiella colchica პარაზიტობს ერითროციტებში.
სიმპტომები: სხეულის მაღალი ტემპერატურა, ლორწოვანი გარსების ანემიურობა და სიყვითლე, ჰემოგლობინურია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის აშლილობა, გულსისხლძაღვთა სისტემის ფუნქციის მოშლა. ფრანსაიელოზი ხშირად ვლინდება პიროპლაზმოზთან ერთად.