ცისტოიზოსპოროზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:27, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცისტოიზოსპოროზი – (cystoisosporosis; ბერძნ. kystis ბუშტი, პარკი + isos ერთნაირი + spora თესლი + osis დაავადება), პროტოზოული დაავადება. აღმძვრელები მიეკუთვნება Cystoisospora-ს გვარს. ცისტოიზოსპოროზით ავადდებიან ძაღლები და კატები. გავრცელებულია ყველგან.
სიმპტომები: დიარეა, პოლინურია, სიგამხდრე. შესაძლებელია მოზარდეულის სიკვდილი.