ამებოტენიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:21, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამებოტენიოზი - (amoebotaeniosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Amoebotaenia + ბერძნ. osis დაავადება) – ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ცესტოდა – Amoebotaenia cuneatus (ლათ. cuneatus სოლისებრი, მახვილბოლოიანი) პარაზიტობს ქათმის, ინდაურის, ციცრის, კაკბის და სხვა გარეულ ქათმისებრთა წვრილ ნაწლავში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – ჭიაყელა. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკული ფორმით. ინტენსიური დაინვაზიების დროს ნაწლავების ანთება ვითარდება, რაც ძლიერ სიგამხდრეს იწვევს.