ცრემლიანი კომედია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:16, 4 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცრემლიანი კომედია — წარმოიშვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში (XVIII საუკუნის დასაწყისში) „ცრემლიან კომედიას“ ახასიათებს მორალურ-დიდაქტიკური ტენდენციები, კომედიურ საწყისს ცვლის გულისამაჩუყებელი სიტუაციები, სანტიმენტალურ-პათეტიკური სცენები. რუსეთში „ცრემლიანი კომედიის“ ჟანრი ასახავდა რუსეთის თავადაზნაურული საზოგადოების სიკეთე-ნაკლოვანებებს. XVIII საუკუნის მე-2 ნახევარში „ცრემლიანი კომედია“ თანდათან განდევნა მეშჩანურმა დრამამ და სატირულმა კომედიამ.