კლინგერი ფრიდრიხ მაქსიმილიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდრიხ მაქსიმილიან კლინგერი

ფრიდრიხ მაქსიმილიან კლინგერი − (გერმ. Friedrich Maximilian von Klinger, 1752-1831), გერმანელი მწერალი, დრამატურგი, „შეტევისა და ქარიშხლის“ მოძრაობის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი. მისი შტურმერული დრამებია: „ოტო“, „წამებული ქალი“, „ტყუპები“, „ქარიშხალი და შეტევა“, „სტილპო და მისი შვილები“ ამ დრამებისთვის დამახასიათებელია ძლიერი ვნებები, თავაწყვეტილი პათოსი, გმირის მარტოსულობა. შემოქმედების მეორე პერიოდში მან შექმნა შედარებით მშვიდი, ცხოვრებისეული პიესები: „პრინცი ზეიდენვურმი“, კომედია „შულერები“, „ფიცი ქორწინების წინააღმდეგ“ (და სხვ.).






წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები