დადიანი გიორგი (II)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:15, 16 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გიორგი (II) დადიანი - ოდიშის ერისთავი დაახლ. 1310-იანი წწ-ის მიწურულიდან 1323 წ-მდე. მანდატურთუხუცესი, დასავლეთ საქართველოს მხედართმთავარი, 1345-1384 წწ.
ვახუშტის თანახმად, გიორგი (II) ოდიშის ერისთავმა ისარგებლა დავით ნარინის შვილებს შორის უთანხმოებით, მიიტაცა ცხუმის საერისთვო და ოდიშის საზღვრები ანაკოფიამდე გააფართოვა. მისი ძე იყო მამია დადიანი. გარდაიცვალა 1323 წ.
წყაროები და ლიტერატურა
- ვახუშტი 1973: 801, 894;
- ბახტაძე 2003: 243.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში