ლიფლიფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:36, 10 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლიფლიფა - ღამის სანათი. გამოიყენებოდა როგორც შენობების, ასევე ქუჩების გასანათებლად. ესაა მრგვლად გაკერილი და გასანთლული ნაჭერი, რომლის თავი ჩამაგრებულია სპილენძის თავსახურში, ხოლო ძირი წარმოადგენს სანთლის დასამაგრებელს. ლიფლიფა ჩვეულებრივ გარმონივითაა დაკეცილი, ანთებისას კი გაშლიან და ჩამოჰკიდებენ საკიდზე. ქუჩის ლიფლიფები იკიდებოდა ბოძებზე და მათ შეღამებულზე აანთებდნენ.
- ე.ნ.
