სიგნუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:13, 13 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიგნუმი – ნამდვილი x ცვლადის ფუნქცია, რომელიც უდრის 1-ს x-ის დადებითი მნიშვნელობისათვის, ნულის ტოლია, როცა x=0 და უდრის -1-ს x-ის უარყოფითი მნიშვნელობისათვის. აღინიშნება სიმბოლოთი signx ან sgnx:


Sig001.png


y=sgnx ფუნქციამ სახელწოდება და აღნიშვნა მიიღო ლათინური signum-დან - „ნიშანი“. ასეთი ფუნქცია განსახილველად შემოიღო კრონეკერმა. ამ ფუნქციის პირველი გამოჩენისას (1878) და ლექციების კითხვისას კრონეკერი ირჩევდა აღნიშვნას [x]. როდესაც 1884 წელს სტატიაში მას დასჭირდა შეენარჩუნებინა ეს აღნიშვნა ფუნქციისათვის „ანტიე“, მან გადაუხვია თავის ჩვევას და შემოიღო აღნიშვნა y=sgn∙x.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები