დოინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:23, 26 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოინა – რუმინული და მოლდავური ხალხური სიმღერა. ტერმინის ეტიმოლოგია დადგენილი არაა, ვარაუდობენ, რომ წარმოსდგა შეძახილისაგან „დაინა“. დოინასს ფორმირება დაიწყო ჯერ კიდევ ადრეფეოდალურ ხანაში. რუმინული და მოლდავური დოინა ჟანრობრივად იდენტურია. შესრულების თვალსახზრისით დოინები იყოფა ინსტრუმენტულად და ვოკალურად. აკომპანემენტისთვის იყენებენ როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე ევროპულ საკრავებს. ვოკალური დოინა ახლოს დგას ლირიკულ სიმღერასთან, თუმცა განსხვავებაც საგრძნობია; უფრო მეტი სწრაფვა გააჩნია ეპიურობისკენ, რიტმიც, მეტწილად ასიმეტრიულია, თვალსაჩინოა იმპროვიზაციის ელემენტი.

დოინებში ასახულია რუმინელი და მოლდაველი ხალხების მდიდარი წარსული, მათი წეს-ჩვეულებანი ბრძოლა თავისუფლებისთვის. განსაკუთრებით პოპულარულია მწყემსური დოინები რომლებიც წარმოშობის თვალსაზრისითაც უძველესია. მე-17 საუკუნიდან ჩამოყალიბდა ჰაიდუკთა დოინების ციკლი, რომელიც ასახავდა ხალხის ბრძოლას ადგილობრივ ფეოდალთა და უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ. ჟანრობრივ-თემატიკურად დოინა რავალფეროვანია. გავრცელებულია საწესჩვეულებო, საგმირო, საისტორიო, საყოფაცხოვრებო, სატრფიალო და სხვა სახის დოინები.

ჯ. ბარდაველიძე

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები