დოლიძე სიმონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:59, 4 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სიმონ დოლიძე – (1884-1911), ცნობილი ფირალი. ბათუმის ნავთსადგურის მუშა. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. რეაქციის წლებში გავიდა ფირალად. მოკლეს 1911 წლის 25 სექტემბერს გურიაში.
დოლიძეზე შექმნილია სასიმღერო ლექსების ციკლი. გადმოცემებსა და საჩონგურო ლექსში რეალისტურად არის ასახული თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ბრძოლა და სიყვარული ჩაგრულთა მოსარჩლე გმირის მიმართ. სიმონ დოლიძე სიმღერა. შესულია თვითმოქმედი გუნდების რეპერტუარში, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით – გურიასა და აჭარაში.
ქს. სიხარულიძე
ლიტერატურა
- მიხ. ჩიქოვანი, ფირალის ეპოსი გურიაში, კრებული „მარქსისტული ენათმეცნიერებისათვის“, 1934;
- ა. ხინთიბიძე, გურული ფირალები, 1938;
- ქს. სიხარულიძე, კლასთა ბრძოლის ასახვა ქართულ ხალხურ პოეზიაში, „ნარკვევები“, I, 1958;
- ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, III, 1967.