ვეფხვის დატირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:54, 12 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვეფხვის დატირება - მონადირეთა უძველესი ჩვეულება, ტოტემისტური რწმენის გადმონაშთი. ტექსტი ლექს-ფორმულების სახითაა შემორჩენილი. სრულდებოდა ფერხულით. ვეფხვს რამდენი ზოლიც ჰქონდა, იმდენი დატირება უნდა თქმულიყო. დატირების აზრი იმაშია რომ მონადირე „ნანობს“ ნადირის მოკელას, მის წინაშე „ბოდიშს“ იხდის.
ნ. შამანაძე
ლიტერატურა
- ე. ვირსალაძე, ქართული სამონადირეო ეპოსი, 1964, გე. 27;
- მ. ჩიქოვანი, ვეფხვის დატირება. ბურძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, 1971, გვ. 257.