ირინოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:04, 4 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ირინოლა – სვანური საფერხულო სიმღერა. ახლავს ამებური ხასიათის ტექსტი. დიალოგი მიმდინარეობს დედასა და ახალგათხოვილ ქალს შორის. საწესჩვეულებო ფუნქცია დაკარგული აქვს, მაგრამ უწინ საქორწილო რიტუალთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ლექსი ცნობილია „თამარის“ სახელწოდებითაც.
დ. წერედიანი
ლიტერატურა
- სეანური პოეზია, 1, 1939;
- ირინოლა, 1970.