რეპერი (მათემატიკური ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:29, 27 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეპერი – n-განზომილებიანი ვექტორული სივრცისათვის რეპერ არის ერთობლიობა n წრფივად დამოუკიდებელი
ვექტორებისა რომლებიც აღებულნი არიან გარკვეული მიმდევრობით და აქვთ საერთო საწყისი წერტილი.
ვექტორებისათვის სივრცეში რეპერი წარმოადგენს ერთი სიბრტყისადმი არაპარალელურ ვექტორთა ნებისმიერ სამეულს
(საერთო საწყისი წერტილით).
თუ რეპერის შემადგენელი ვექტორები წყვილწყვილად ორთოგონალურია, მაშინ რეპერს უწოდებენ ორთოგონალურს. თუ, ამასთანავე, ვექტორები ერთეულოვანი სიგრძისაა, მაშინ რეპერს ეწოდება ორთონორმირებული.