აბაშიძე ლადო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:11, 19 სექტემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლადო აბაშიძე (1849–? ) – პოეტი, თეატრალი. დაასრულა თბილისის პირველი გიმნაზია. აქტიურად მონაწილეობდა ნ. ავალიშვილის მიერ 1867 წ. ჩამოყალიბებული დრამატული წრის საქმიანობაში. 1872 წლიდან მომრიგებელ მოსამართლედ მსახურობდა დასავლეთ საქართველოში. იყო მაზრის უფროსის თანაშემწედაც. მისი სიმღერად ქცეული ლექსი „ისევ შენ და ისევ შენ“ პირველად გამოქვეყნდა 1878 წ. „დროებაში“. პოეტის სხვა (ოჯახებში მიმობნეულ) ლექსებს ჩვენამდე არ მოუღწევია.