ბარდიტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:46, 12 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარდიტები – (გერმ. bardit – საომარი სიმღერა), გერმანული ნაციონალურ-პატრიოტული დრამები. მე-18 საუკუნის მე-2 ნახევარში შექმნა ფ. კლოპშტოკმა: „გერმანის ბრძოლა“, „გერმანი და თავადები“, „გერმანის სიკვდილი“. დაწერილია პროზით, შიგ ჩართული ლექსებით. მასში განდიდებულია ძველგერმანელი მხედართმთავარი არმინიუსი (გერმანი), რომელიც იბრძოდა თვითმპყრობელური რომის წინააღმდეგ. ბარდიტების მიმართ აღტაცება გამოხატეს „შეტევისა და ქარიშხლის“ მწერლებმა. არასცენურობის გამო ბარდიტები არ დადგმულა. ბარდიტებში აღძრული თემატიკა შემდგომში გადაამუშავეს ჰ. კლაისტმა, ქ. გრაბემ, რ. ვაგნერმა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები