ორბელი სუმბატ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუმბატ ორბელი (სვიმონ-ქმნილი)- ივანე ორბელის ძე, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი, ამ თანამდებობებით იხსენიება იგი სანაინის სომხურ, ჰნევაქისა და ბეთანიის ქართულ წარწერებში. 1155 წ-ის სამეფო გადატრიალების შედეგად, დავით დემეტრეს ძის ექვსთვიანი მეფობისას მას ჩამოერთვა ეს თანამდებობები და დემეტრე I-ის მსგავსად, სვიმონის სახელით, ბერად იქნა აღკვეცილი. მანდატურთუხუცესი დაამირსპასალარი დიდი სუმბატი გამოსახულია ბეთანიის საგვარეულო მონასტერში ბერმონაზვნის ჩოხით, თავის შვილ ივანე ორბელთან ერთად.



წყაროები და ლიტერატურა

მესხია 1979: 13-15. მელიქსეთ-ბეგი 1964: 137-146. მურადიანი 1977: 137-146. სილოგავა 1994: 44-45.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები