აბაშისწყალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:50, 29 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბაშისწყალი (გლაუკი) — მდინარე მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, ტეხურის მარცხენა შენაკადია. სიგრძე 66 კმ, აუზის ფართობი 370 კმ². იწყება ასხის კირქვული მასივის სამხრეთი კალთებიდან. 125 შენაკადი აქვს, მის სათავეს ქმნის მდინარეები რაჩხისწყალი და ტობა, რომლებიც ერთდება სოფელ ბალდის ზემოთ (ზღვის დონიდან 325 მ).