მალთაყვას ტბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:46, 30 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მალთაყვას ტბა
მალთაყვას, იგივე ოქროს ტბა მდებარეობს ქალაქ ფოთის მახლობლად, მდინარე მალთაყვასთან. ტბა წარმოადგენს სანიჩბოსნო არხს. ტბის სიგრძე დაახლოებით 1000-1200 მ, სიგანე 120-150 მ, სიღრმე შუაში 46 მეტრი, ფსკერი თანაბარი, ქვიშიანი. ტბა ხელოვნურად შექმნილია ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად, ტარდება ვარჯიშები და შეჯიბრებები წყალსათხილამურო სპორტში.