NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:09, 8 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თანი

„თ“ქართული ანბანის მერვე (ძველ ქართულში მეცხრე) ასო. მისი სახელია „თანი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი ხშული ფშვინვიერი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴇ, მისი მოხაზულობა ნახევარწრისა და ხაზის ურთიერთკომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხური ⴇ მარჯვნივაა გადახრილი, მხედრული კი ერთიანი, მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხური ⴇ და მხედრული თ ოთხხაზოვანი სისტემის შუა ორ ხაზს შორის იწერება.

ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ცხრას (9), ახალ ქართულში ჩამოთვლისას აღნიშნავს (ანბანის რიგის მიხედვით) მერვეს.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

მოძიებულია „https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php?title=%E1%83%97&oldid=246472“-დან
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები